ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პსჟ-ს სჯერა, რომ კვარას გაიფორმებს“ | რას წერს ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი იქნება. „კვარას“ გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული, „ნაპოლის“ კი მისი გაშვება არ უნდა და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს.

იტალიური პრესის ცნობით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-ს 100-მილიონიანი წინადადება უკვე დაბლოკა, მაგრამ ფრანგული გრანდი დანებებას არ აპირებს. Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ნათქვამია, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლებმა „პარი სენ-ჟერმენს“ თანხმობა მისცეს 5-წლიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც, „კვარას“ ანაზღაურება სეზონში 7.5 მილიონი ევრო იქნება.

იტალიური გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ეკრემ კონურიც ადასტურებს. მისი თქმით, „პარკ დე პრენსზე“ სჯერათ, რომ კვარაცხელიას ამ ზაფხულს გაიფორმებენ, თუმცა, კონური დასძენს, რომ „ნაპოლი“ 23 წლის გარემარბის გაშვებას არ გეგმავს.

Sky Sport Italia-ს მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენის“ ოპტიმიზმი ხვიჩას აგენტისგან, მამუკა ჯუღელისგან მიღებული თანხმობით გახლავთ განპირობებული და პარიზული კლუბი მზადაა, „პარტენოპეის“ უკეთესი შეთავაზება გაუკეთოს. Gazzetta-ს ვარაუდით, ტრანსფერის დასახურად მინიმუმ 120 მილიონი ევრო იქნება საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პორტუგალია 2:0-ს მოიგებს“ | კრის სატონის პროგნოზი ბოლო ტურის მატჩზე
„პორტუგალია 2:0-ს მოიგებს“ | კრის სატონის პროგნოზი ბოლო ტურის მატჩზე