ჰოილუნდს არ ენდობიან - მანჩესტერ იუნაიტედი მორატას აგენტს დაუკავშირდა
ალვარო მორატა ევრო 2024-ზე კარგად გამოიყურება და არც გასული სეზონი ჰქონდა ცუდი. ცნობილია, რომ ესპანელ თავდამსხმელს ატლეტიკოდან აბარგება სურს.
ავტორიტეტულმა გამოცემა OneFootball იუწყება, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მორატას აგენტს დაუკავშირდა და ტრანსფერი შესთავაზა.
ალვაროს კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ არის შესაძლებელი.
წყაროს ცნობით, მისი გაშვების წინააღმდეგი მადრიდული კლუბი არ არის და ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია.
მოგეხსენებათ, მანჩესტერს დიდი ხანია ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა აქვს. გასულ სეზონში რასმუს ჰოილუნდი შეიძინეს, რომელმაც ვერ გაამართლა და ახლა იუნაიტედი ახალი შემტევის ძიებაშია.
შეგახსენებთ, რომ მორატა მადრიდის ატლეტიკოში 2019/2020 da 2022/2023 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 154 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 58 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.