20 მილიონი ტას სანაცვლოდ - ლევერკუზენმა ბაიერნის შეთავაზება დაბლოკა
გასულ სეზონში ლევერკუზენის ბაიერის დაცვის ერთ-ერთ ბურჯი ჯონათან ტა იყო, რომელიც ახლა ევრო 2024-ზე ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს.
მიუნხენის ბაიერნს კი მისი გადაბირება სურს. გერმანული მედიის ინფორმაციით, რეკორდმაისტერმა ლევერკუზენს 20 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს ბაიერნში გადაბარგება სურს, თუმცა ბაიერი 40 მილიონ ევროს ითხოვს.
ასევე, ლევერკუზენს კონკურენტის გაძლიერება არ სურს და ყველანაირი გზით ცდილობს ტას დატოვებას. ამ ინფორმაციას BILD ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის უკანახაზელი ბაიერს 2015 წელს შეუერთდა და კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. 2015 წლიდან დღემდე, ტამ ლევერკუზენის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 353-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.