„ასეთი უიღბლობა არასდროს მინახავს“ | ჯანაშია ჩეხეთთან მატჩზე
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ჩეხეთთან გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. ჯანაშია თვლის, რომ „ჯვაროსნებს“ ძალიან არ გაუმართლათ და იღბალი მათ მხარეს რომ ყოფილიყო, მოიგებდნენ.
„საქართველოს კიდევ ერთხელ შეეძლო, ბოლო წუთებზე სასურველი შედეგი დაეფიქსირებინა. საბა ლობჟანიძეს რომ გაეტანა, ანგარიში 2:1 გახდებოდა და ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ არ გაგვიმართლა. ასეთი უიღბლობა არსად მინახავს“.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 1 ქულაა და F ჯგუფის ბოლო ადგილს იკავებს. „ჯვაროსნები“ მესამე ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, მატჩი 26 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.
Opta-ს მიხედვით, საქართველოს მერვედფინალში გასვლის შანსი 11.89 პროცენტია. პორტუგალიას პირველი ადგილი განაღდებული აქვს და არის ვარაუდი, რომ რობერტო მარტინესი როტაციას მიმართავს, თუმცა, „სელესაოსთან“ სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც ურთულესი იქნება.