დვალიშვილის დომინაცია | მერაბმა აშშ-ში სამბოს ტურნირი მოიგო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა MMA-ის მოყვარულები კიდევ ერთხელ აალაპარაკა. „მანქანამ“ საბრძოლო სამბოს ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ტექსასმა უმასპინძლა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
დვალიშვილმა მეოთხედფინალში სუხსიტ სატის გოუდა 9:1 დაამარცხა. ნახევარფინალში, დემიენ დილეონს მშრალზე მოუგო - 8:0. ფინალში კი არტურო როდრიგესს დაუპირისპირდა და ქულის აღების საშუალება არც მას მისცა - 10:0.
„კონკურენციას ვარ მოწყურებული! შანსი გამოვიყენე და ტექსასში გასამართ ტურნირში ჩართვა მის დაწყებამდე მცირე დროით ადრე გადავწყვიტე. საბრძოლო სამბოში, აშშ-ს ნაციონალურ ტურნირზე ოქროს მედალი ავიღე“, - დაწერა დვალიშვილმა სოციალურ ქსელში.
Hungry for competition! Took a short notice opportunity and competed in Texas. Took home GOLD for the U.S. National Combat Sambo Tournament ???????????????? pic.twitter.com/YLwOQXAcqd
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) June 24, 2024
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, მერაბმა საბრძოლო სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართა. „მანქანამ“ ფინალში იასპარეზა და ვერცხლის მედალი აიღო.