ლუჩიანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი: “გამოჩნდა, რომ რაღაცები შესაცვლელია“

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში იტალია ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სკუადრა აძურას მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სპალეტიმ?

„ესპანეთთან თამაშის შემდეგ არსებობს იდეა, რომ რაღაც შესაცვლელია. ალბათ შევცდი, რომ ესპანეთთან თამაშის დროს არ შევცვალე.

ეს იმან განაპირობა, რომ ალბანეთთან ჩემი ნაკრები ძალიან კარგი მომეჩვენა. რაღაცის შეცვლა კი არასწორი მეგონა. ახლა როცა დაღლილობას ვხედავ, რაღაცები აუცილებლად შეიცვლება.

ვფიქრობ, ესპანეთთან ბრძოლამ ბევრი რამ გვასწავლა. როცა მარცხდები, კარგად ხედავ შენი გუნდის შეცდომებს. ხორვატიასთან პრიორიტეტი გამარჯვება და ჯგუფიდან მშვიდად გასვლაა.“

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ იტალიას 3 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. ხორვატიას და ალბანეთს თითო ქულა აქვთ.

იტალიისა და ხორვატიის დაპირისპირება 24 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ინტერი გაბრაზებულია - ჩალჰანოღლუ ბაიერნთან მოლაპარაკებას აწარმოებს
ინტერი გაბრაზებულია - ჩალჰანოღლუ ბაიერნთან მოლაპარაკებას აწარმოებს