ინტერი, მიუნხენის ბაიერნი, ჰაკან ჩალჰანოღლუ
Aa
Aa

ინტერი გაბრაზებულია - ჩალჰანოღლუ ბაიერნთან მოლაპარაკებას აწარმოებს

ინტერი ჰაკან ჩალჰანოღლუზე და მის აგენტზე გორდონ სტიფიჩზე გაბრაზებულია. იტალიური მედიის ინფორმაციით, თურქი ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ინტერს კი მისი გაშვება არ სურს.

რეკორდმაისტერის ინტერესი რეალურია, რასაც არაერთი იტალიური გამოცემა ადასტურებს. Gazzetta-ს ინფორმაციით, ერთი თვის წინ ჩალჰანოღლუმ ნერაძურის პირობა მისცა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში გუნდს არ დატოვებდა. სწორედ ეს იწვევს ინტერის ბოსების გაღიზიანებას.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა ბაიერნთან მოლაპარაკება დაიწყეს. წყაროს ცნობით, ამ საკითხზე რამდენიმე დღეა არანაირი სიახლე არ არსებობს და ინტერი მოლოდინის რეჟიმშია, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ჰაკანი.

Gazzetta-ს ცნობით, ინტერი ჩალჰანოღლუს გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მიუნხენის ბაიერნი 70 მილიონ ევროს დათანხმდება.

ცნობისთვის, ჰაკანი მილანურ კლუბს 2021 წელს შეუერთდა და კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. 30 წლის თურქმა დღემდე ინტერის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 135-ჯერ მოირგო, 32 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები