ლამინ იამალი
Aa
Aa

ესპანეთის ნაკრები დაჯარიმდება? - მიზეზი ლამინ იამალია

ევრო 2024-ზე ლამინ იამალმა რეკორდი დაამყარა. ბარსას შემტევი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

გერმანული მედია კი საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გერმანული კანონის მიხედვით შესაძლოა ესპანეთის ნაკრები 30 000 ევროთი დააჯარიმონ.

ამის მიზეზი კი ლამინ იამალია. როგორც ცნობილი ხდება, გერმანიაში ჩასულ ევროპელ 18-წლამდე ბავშვებს 11 საათის შემდეგ ოფიციალური მუშაობა ეკრძალებათ.

იტალიასთან მატჩის დასრულების შემდეგ კი იამალმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა. ეს კი კანონის მიხედვით აკრძალულია.

ადგილობრივი იურიდიული ექსპერტი შტეფან გრაფი ამბობს, რომ სპორტული შედეგიდან გამოწვეული მუშაობა კანონის დარღვევად არ ითვლება და ესპანეთის ნაკრები სავარაუდოდ 30 000 ევროთი არ დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ ფურია როხამ ორი მატჩიდან ორივე მოიგო და მერვედფინალის საგზური გაინაღდა. მესამე ტურში ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდები ალბანეთს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაულმა დარჩენა გადაიფიქრა - სევილიასთან მოლაპარაკებები იწყება
რაულმა დარჩენა გადაიფიქრა - სევილიასთან მოლაპარაკებები იწყება