გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია: „სწორი მიმართულებით მივდივართ“

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი მეკარე გიორგი ლორიასთან ერთად, ბუნებრივია 36 წლის კაპიტანი გურამ კაშიაა, რომელმაც გუშინ ჩეხეთთან შეხვედრაში თავისი რიგით 115-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, „ჯვაროსნების“ მე-4 ნომერმა Nakrebi.ge-სთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კაშიამ

ბევრი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო წუთზე შეგვეძლო, რომ გოლი გაგვეტანა და გამარჯვება მოგვეპოვებინა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რამდენად წინ ვართ წასული  ამ სფეროში სპორტში, კერძოდ კი ფეხბურთში.

წარმოიდგინეთ, კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე ვთამაშობთ და იმედგაცრუებულები ვართ რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ. ეს ამბობს ძალიან ბევრს ჩვენს შესახებ, ჩვენი ქვენის შესახებ და უსაზღვროდ მიხარია, რომ ასეთი სწორი მიმართულებით მივდივართ.

მადლობა ქომაგებს ასეთი გულშემატკივრობისთვის და იმ ხმაურისთვის, რომელიც გერმანიის უკვე ორ ქალაქში შექმნეს. ვფიქრობ, მესამე ტურის თამაშიც საკმაოდ საინტერესო იქნება.

კაშიას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2009 წლის 1 აპრილს მონტენეგროსთან შეხვედრაში შედგა, 2012 წლის ოქტომბერში ფინელებთან კი თავისი პირველი ბურთი გაიტანა. ეროვნულ გუნდში გამართული 115 თამაშიდან გურამმა 110 ძირითადში დაიწყო, 5-ჯერ ცვლილებაზე ჩაერთო და საერთო ჯამში თავი 3 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შთამბეჭდავი სტატისტიკა ევრო 2024-ზე | მამარდას ბრწყინვალე თამაში
შთამბეჭდავი სტატისტიკა ევრო 2024-ზე | მამარდას ბრწყინვალე თამაში