„კვარა ბევრ სამუშაოს ასრულებს“ - რევაზ გოცირიძის შეფასება
წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი რევაზ გოცირიძე, რომელიც ამჟამად თბილისის „ლოკომოტივს“ ამზადებს, ევროპის ჩემპიონატს თვალს რეგულარულად ადევნებს და მისი საუბარი ყოველთვის საინტერესოა. 43 წლის სპეციალისტმა Crystalsport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თამაშებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა
რას ამბობს გოცირიძე
თურქეთთან თამაშის საწყისი წუთები მეტოქის შეტევებით წარიმართა. თუმცა, როგორცკი სადებიუტო მღელვარება დაძლიეს, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს სახიფათოდ შეუტიეს და არამხოლოდ ფრე, არამედ მოგებაც შეგვეძლო.
ჩეხები უპირატესობას ფლობდნენ და ამ მატჩის მეორე ტაიმში მომეჩვენა, რომ ჩვენი გუნდი უფრო მეორე ნომრად თამაშობდა. სწორედ მეორე ნომრად თამაშის გამო, ხვიჩა კვარაცხელია მეტოქე გუნდის კარისგან მუდამ შორსაა და უკან ჩამოსვლაც ძალიან ხშირად უწევს. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ის ცუდად თამაშობს, ან მონდომებული არ არის.
იყო თუ არა კითხვის ნიშნები ჩემთვის შემადგენლობის შერჩევისას? იცით, ეს ცოცხალი პროცესია და ჩვენ არ ვიცით რა ხდება გუნდში, ამიტომაც ვილი სანიოლის გადაწყვეტილებებზე ვერაფერს გეტყვით.
2005-2006 წლებში რევაზ გოცირიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს გამართული. როგორც უკვე მოგახსენეთ, ის მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობს და Crystalbet ლიგა 2-ში თბილისის გუნდი 16 ქულით მეცხრე ადგილზეა.