მამარდამ ისტორია გადაწერა | ევროს მე-9 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-9 სათამაშო დღეს, საქართველო-ჩეხეთის, თურქეთი-პორტუგალიისა და ბელგია-რუმინეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
საქართველომ და ჩეხეთმა ერთმანეთის წინააღმდეგ ისტორიაში პირველად ითამაშეს. გუნდები ერთმანეთს, შემოდგომაზე, ერთა ლიგის ეგიდით, კიდევ ორჯერ შეხვდებიან.
გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 სეივი შეასრულა - ევრო 2024-ის ერთ მატჩში ჯერჯერობით სარეკორდო რაოდენობაა.
ევროპის ჩემპიონატის რეკორდსმენი მეკარეები ერთ მატჩში შესრულებული სეივებით: ალეკსანდერს კოლინკო (ლატვია, ევრო 2004) - 12; ფრანჩესკო ტოლდო (იტალია, ევრო 2000) - 11; შეი გივენი (ირლანდია, ევრო 2012) – 11; გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ევრო 2024) – 11.
საქართველოს ნაკრებს ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთში არ აქვს გოლი გატანილი - საბერძნეთთან.
საქართველოს ნაკრებს ბოლო 7-დან 6 მატჩში პირველ ტაიმში აქვს გოლი გატანილი.
გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც თავისი ქვეყნის მაისურით ფინალურ ეტაპზე პირველი ორივე გოლი თავად შეაგდო - ბოლოს ასეთი რამ ანდრეი შევჩენკომ გააკეთა, ევრო 2012-ზე.
გარეტ ბეილის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე პირველია, რომელმაც ევროზე პირველ ორ ტურში გოლი შეაგდო.
ჩეხეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე უკვე 26 მატჩია 0:0 არ უთამაშია - ბოლოს ევრო 1996-ის 1/2 ფინალში, საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშეს და შემდეგ ფინალის საგზური პენალტებით მოიპოვეს.
ჩეხეთის ნაკრებს ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 2-ში დამარცხდა - 9 მოგება და 5 ფრე.
ჩეხეთის ნაკრებმა საქართველოსთან კარში ზუსტად 12-ჯერ დაარტყა - ევრო 1980-ის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგია იმ გუნდებს შორის, რომელმაც თამაში ვერ მოიგო.
ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირები: პატრიკ შიკი - 6; კრიშტიანუ რონალდუ და ჰარი კეინი - 5-5.
პატრიკ შიკი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მატჩში საშუალოდ გატანილი გოლებით მე-2 ადგილზე: მიშელ პლატინი - 1.85 (9 გოლი 5 თამაშში), შიკი - 0.86 (6 გოლი 7 თამაშში).
პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მე-9-ედ მონაწილეობს და ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა.
კრიშტიანუ რონალდუმ დიდ ტურნირებზე 23-ე მატჩი მოიგო, რაც ისტორიაში მე-3 შედეგია - ამაზე მეტი მიროსლავ კლოზესა და ბასტიან შვაინშტაიგერს აქვთ - 25-25.
კრიშტიანუ რონალდუს ეროვნულ ნაკრებში 130 გოლი აქვს, რაც გინესის რეკორდია, მაგრამ თურქეთის ნაკრებს, 4 მცდელობიდან, ვერც ერთ მატჩში გაუტანა.
პორტუგალიის ნაკრები თურქეთს ევროზე მეოთხედ შეხვდა და ოთხივე მატჩი მშრალი ანგარიშით მოუგო.
კრიშტიანუ რონალდუმ ევროს ფინალურ ეტაპზე მე-7 ასისტი შეასრულა, რითაც ჩეხ კარელ პობორსკის გადაასწრო და, ისევე როგორც გატანილი გოლებით (14), ამ მხრივაც უკვე ყველა დროის რეკორდსმენია.
პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო ყველა ის მატჩი, რომელშიც ბერნარდუ სილვამ გოლი გაიტანა - 12-დან 12.
პეპე ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია - 41 წელი და 117 დღე.
პორტუგალიის ნაკრებს ბოლო 17-დან 15 მატჩი აქვს მოგებული - 2 წაგება.
სამეტ აქაიდინი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში 26-ე ფეხბურთელია, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე მე-6 ავტოგოლია.
სამეტ აქაიდინი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც ავტოგოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა - პირველი პედრია, ევრო 2020-ზე, ხორვატიასთან.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ერთ კონკრეტულ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს 3-3 ქულა აქვს - E ჯგუფი (რუმინეთი, ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა).
იური ტილემანსმა ევროს ისტორიაში მე-3 ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა: ნედიმ ბაირამი - 23-ე წამი; დმიტრი კირიჩენკო - 67-ე წამი; იური ტილემანსი - 73-ე წამი.
იური ტილემანსმა დიდ ტურნირებზე ბელგიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - 73-ე წამი.
სლოვაკეთთან პირველ ტურში წაგება, ბელგიისთვის ბოლო 17 მატჩი ერთადერთი მარცხია - 11 მოგება და 5 ფრე.
ბელგიის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე ფრედ უკვე 19 მატჩია არ უთამაშია.
რუმინეთის ნაკრებს ჰქონდა შანსი, ევროს ფინალურ ეტაპზე ზედიზედ ორი მატჩი ისტორიაში პირველად მოეგო.