ლუკა მოდრიჩი, ნაჩო ფერნანდესი
Aa
Aa

რეალის ახალი კაპიტანი - ნაჩოსგან სამკლავურს მოდრიჩი გადაიბარებს

მომდევნო სეზონიდან მადრიდის „რეალის“ კაპიტანი ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც „ალ კადისიში“ წასულ ნაჩო ფერნანდესს შეცვლის. 34 წლის ცენტრალურმა მცველმა საუდის არაბეთის კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.

მოდრიჩის არყოფნის შემთხვევაში, სამკლავურს მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი მოირგებს. ამის შემდეგ კი იერარქიით ლუკას ვასკესი, ფედერიკო ვალვერდე, ტიბო კურტუა და ვინისიუს ჟუნიორი მოდიან. ხორვატ ნახევარმცველს გასულ სეზონში იმდენად დიდი სათამაშო დრო აღარ ეძლეოდა, როგორც გასულ წლებში, თუმცა ტონი კროოსისგან განსხვავებით, მან სამეფო კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

მოდრიჩი „ბლანკოსის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს და გუნდთან ერთად 4-ჯერ ესპანეთის ლა ლიგა, 5-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი, 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ ევროპის სუპერ თასი და 5-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ჯამში „რეალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 534 მატჩში 38 წლის ხორვატი ნახევარმცველის ანგარიშზე 39 გოლია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“აგრესია და ენერგია დაგვაკლდა“ - დალიჩის და მოდრიჩის კომენტარები
“აგრესია და ენერგია დაგვაკლდა“ - დალიჩის და მოდრიჩის კომენტარები