ბრუნო ფერნანდეში, პეპე
Aa
Aa

„ბოლო ტურშიც მოსაგებად ვითამაშებთ“ | ბრუნო და პეპე საქართველოსთან მატჩზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. „სელესაოს“ პირველი ადგილი განაღდებული აქვს, მაგრამ პორტუგალიელთა ლიდერების თქმით, „ჯვაროსნებთან“ მაინც მოსაგებად ითამაშებენ.

„ყველამ იცის, რომ ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონობაა. სხვა შედეგით კმაყოფილი ვერ დავრჩებით. ყველა თამაშის მოგება უმნიშვნელოვანესია და საქართველოსთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიციის მიუხედავად, გამარჯვება გვინდა და როცა პორტუგალიის ნაკრების ღირსებას იცავ, ვალდებული ხარ, ყველა მატჩში მოსაგებად ითამაშო“, - განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა.

„პლეიოფში გასვლამ თავდაჯერებულობა შეგვმატა. პორტუგალიის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და დროა, მომდევნო თამაშისთვის მოვემზადოთ. საქართველოსთან გამარჯვება და ჩვენი თავგადასავლის დადებით ნოტაზე გაგრძელება გვინდა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებას ოთხშაბათს ვიხილავთ. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება და პლეიოფში გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად, „ჯვაროსნებს“ მინიმუმ ქულის აღება ესაჭიროებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური სეივები ჰქონდა“ | კოლერმა მამარდა შეაქო და ჩეხეთზე ისაუბრა
„ფანტასტიკური სეივები ჰქონდა“ | კოლერმა მამარდა შეაქო და ჩეხეთზე ისაუბრა