რობერტო მარტინესი
Aa
Aa

იქნება თუ არა ცვლილებები სასტარტო შემადგენლობაში | რობერტო მარტინესი საქართველოზე

პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის F ჯგუფში მეორე შეხვედრა თურქეთთან გამართა და 3:0 მოიგო. „სელესაომ“ 6 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი გაინაღდა. მატჩის შემდეგ, პორტუგალიელთა თავკაცს, რობერტო მარტინესს ბოლო ტურსა და საქართველოსთან ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ჰკითხეს.

- იქნება თუ არა საქართველოსთან მატჩში ცვლილებები ძირითად შემადგენლობაში?

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ფეხბურთელის თამაში ვნახოთ. 23 ფეხბურთელის გამოყენება სირთულეს წარმოადგენს და გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იმსახურებენ. თითოეული მათგანის მჯერა და ახლა დროა, შანსი მიეცეთ, რათა გასახდელში კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. საქართველოსთან რევოლუციას არ დაელოდოთ, მაგრამ ცვლილებები იქნება. ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე წაყვანილი ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და არის დღეები, როცა ვიღაცებმა სათადარიგოთა სკამზე უნდა დაიწყონ, ვიღაცებმა - ძირითადში“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებას ოთხშაბათს ვიხილავთ. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება და პლეიოფში გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად, „ჯვაროსნებს“ ქულის აღება ესაჭიროებათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მთა, გიგანტი, კედელი“ | როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი გამოცემები მამარდას მატჩს
„მთა, გიგანტი, კედელი“ | როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი გამოცემები მამარდას მატჩს