საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

Opta-ს სუპერკომპიუტერის ვარაუდი | რა შანსი გვაქვს რომ პლეიოფში გავიდეთ

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ორმა ტურმა ჩაიარა და Opta-ს სუპერკომპიუტერმა პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლ ნაკრებებზე დაწერა. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ გუნდების შანსებზე გააკეთა აქცენტი და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო F ჯგუფთან დაკავშირებული პროგნოზია.

Opta-ს მიხედვით, საქართველოს მერვედფინალში გასვლის შანსი 11.89 პროცენტია. ბოლო ტურში, „ჯვაროსნები“ პორტუგალიას ხვდებიან და თეორიული შანსის შესანარჩუნებლად მინიმუმ ქულის აღება მართებთ. პორტუგალია ჯგუფიდან უკვე გასულია და პირველი ადგილი განაღდებული აქვს.

F ჯგუფში, მეორე პოზიციას თურქეთი იკავებს და Opta-ს ვარაუდით, ვინჩენცო მონტელას გუნდს პლეიოფში გასვლის 90.3-პროცენტიანი შანსი აქვს. ჩეხეთს, რომლის ანგარიშზეც ერთი ქულაა და ბოლო ტურში თურქეთს ხვდება, მერვედფინალში გასვლის 38.5-პროცენტიანი შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებას ოთხშაბათს ვიხილავთ. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური სეივები ჰქონდა“ | კოლერმა მამარდა შეაქო და ჩეხეთზე ისაუბრა
„ფანტასტიკური სეივები ჰქონდა“ | კოლერმა მამარდა შეაქო და ჩეხეთზე ისაუბრა