იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

„საშინელი მინდვრის საფარია“ - ნაგელსმანის სკანდალური განცხადება

ამა თუ იმ ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით შეჯიბრების მასპინძლები მონაწილეთა მხრიდან შენიშვნებს ხშირად იღებენ. თუმცა, როდესაც საყვედურებს შენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გაძლევს, საწყენთან ერთად, საგულისხმოცაა. სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი  გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის მხრიდან, რომელმაც შვეიცარიასთან მესამე ტურის თამაში წინ ფრანკფურტის სტადიონის საფარი გააკრიტიკა

რა თქვა ნაგელსმანმა

რამდენიმე თვის წინ ამ არენაზე ნიდერლანდებთან ამხანაგური თამაში ჩავატარეთ და უკმაყოფილება მაშინვე გამოვთქვი, რის გამოც ზოგიერთმა მტრად მიმიჩნია. თუმცა, გავიდა რამდენიმე თვე და ხომ ნახეთ, როგორც დანიის, ასევე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები უკმაყოფილოები დარჩნენ. არ ჯობდა პრობლემა ჩემი საყვედურის შემდეგ მოგვარებულიყო? ახლა ჩვენ გვიწევს შვეიცარიელებთან „ფრანკფურტ  არენაზე“ ასპარეზობა და რა იქნება, არავინ იცის.

36 წლის ნაგელსმანის ხელმძღვანელობით, რომელიც თავისი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელზე, მანუელ ნოიერზე ორი წლით უმცროსია, გერმანელებმა საწყის ორ ტურში, შოტლანდიელებთან და უნგრელებთან ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს და მერვედფინალის საგზური ნაადრევად გაინაღდეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდიგერმა და ფულკრუგმა ვარჯიშზე იჩხუბეს
რუდიგერმა და ფულკრუგმა ვარჯიშზე იჩხუბეს