გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

63-ე მატჩი, მე-12 გოლი | კაკაბაძის და მიქაუტაძის პროგრესი

ვილი სანიოლის ფორმაციის ნაკრებში როგორც ოთარ კაკაბაძე, ასევე გიორგი მიქაუტაძე ძირითადი შემადგენლობის პრაქტიკულად შეუცვლელი წევრები არიან, რაც მათ სანაკრებო სტატისტიკის გაუმჯობესებაში ეხმარება. „კრაკოვიას“ მარჯვენა მცველს წლებია ნაკრებში სისტემატურად იძახებენ და ამ პოზიციაზე მის გარდა სხვა მოთამაშის წარმოდგენა შეუძლებელია. მიქაუტაძემ კი სულ რაღაც ორი წელია რაც დაიწყო საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში, თუმცა ყველა დროის ბომბარდირთა დავაში უკვე სერიოზულად არის ჩართული.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხებთან გამართული მატჩი კაკაბაძისთვის, რომელსაც პორტუგალიელებთან თამაშის მეორე დღეს, 27 ივნისს 29 წელი უსრულდება, რიგით 63-ე სანაკრებო დაპირისპირება იყო, რითაც მან ვაკო ყაზაიშვილს (62) და გოჩა ჯამარაულს გადაუსწრო და ამ მაჩვენებლით მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. მოქმედი მოთამაშეებიდან მასზე წინ მხოლოდ გურამ კაშია (115) და გიორგი ლორია (78) არიან. ჯაბა კანკავა (101), ლევან კობიაშვილი (100), ზურაბ ხიზანიშვილი (93), კახა კალაძე (83), გიორგი ნემსაძე (69) და ალექსანდრე იაშვილი (67) კი ეროვნულ გუნდში აღარ თამაშობენ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, 23 წლის ფორვარდს უკვე 12 ბურთი დაუგროვდა და ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში გიორგი დემეტრაძესა (12) და ლევან კობიაშვილს (12) დაეწია. მასზე წინ ამჟამად მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი (13), თორნიკე ოქრიაშვილი (13), ალექსანდრე იაშვილი (15), ხვიჩა კვარაცხელია (15), თემურ ქეცბაია (17) და შოთა არველაძეა (26).

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ემოციებით დატვირთული მატჩი იყო“ - სანიოლი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ
„ემოციებით დატვირთული მატჩი იყო“ - სანიოლი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ