საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„მატჩის ბოლოს სიკვდილს გადავურჩით“ | ჩეხი ფეხბურთელი საქართველოსთან შეხვედრაზე

იოსეფ ჰუსბაუერი ჩეხი ფეხბურთელია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული და ამჟამად, „პრიბრამის“ ღირსებას იცავს. ევრო 2024-ის მეორე ტურში, საქართველოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჰუსბაუერმა ჩეხეთის თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ივან ჰაშეკის გუნდი ბოლო წამებზე სიკვდილს გადაურჩა.

„აშკარა იყო, რომ ჩვენს გუნდს ნებისმიერ ფასად უნდოდა გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მატჩის ბოლო წამებზე, მეტოქისთვის ამხელა სივრცე არ უნდა მიგვეცა. ქართველები შეტევაში სამი ერთის წინააღმდეგ იყვნენ. 95-ე წუთზე, სიკვდილს გადავურჩით და მათ მომენტი ვერ გამოიყენეს.

საქართველოსთან აღებულმა ქულამ შანსი დაგვიტოვა და თურქეთთან გამარჯვება გვჭირდება, რაც ნიშნავს, რომ მარტივი თამაში არ გველოდება. თურქები კონტრშეტევებზე კარგად გადადიან და სამი ქულის აღება და ჯგუფიდან გასვლა ძნელი იქნება“.

ცნობისთვის, F ჯგუში პირველ ადგილს პორტუგალია იკავებს, რომლის ანგარიშზეც 6 ქულაა. თურქეთი 3 ქულით მეორე, ჩეხეთი და საქართველო კი თითო-თითო ქულით მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან. „ჯვაროსნები“ ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან და პლეიოფში გასასვლელად გამარჯვება ესაჭიროებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთა, გიგანტი, კედელი“ | როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი გამოცემები მამარდას მატჩს
„მთა, გიგანტი, კედელი“ | როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი გამოცემები მამარდას მატჩს