შთამბეჭდავი სტატისტიკა ევრო 2024-ზე | მამარდას ბრწყინვალე თამაში
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთის წინააღმდეგ ფენომენალური თამაში აჩვენა. „მამარდამ“ 11 სეივი მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „ჯვაროსნების“ მეკარეს საოცარი სტატისტიკა ჰქონდა და ამ სტატიაში სწორედ გიორგის მიღწევებზე ვისაუბრებთ.
ევრო 2024-ის ორი ტურის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილს ყველაზე მეტი, 16 სეივი აქვს. მეორე პოზიციას ალბანეთის ნაკრების მეკარე, ტომას სტრაკოშა იკავებს - 11 სეივი.
ევრო 2024-ის ორი ტურის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა გუნდი გოლისგან ყველაზე მეტჯერ იხსნა. ამ სტატისტიკაში, გამოყენებულია მოსალოდნელი გოლების ინდექსი, რომელსაც „ჯვაროსნების“ მიერ გაშვებული გოლების რაოდენობა გამოაკლდა. შედეგად, „მამარდამ“ გუნდი 3.05 გოლისგან იხსნა, მეორე პოზიციაზე კი უნაი სიმონია - 2.47.
გიორგი მამარდაშვილს ჩეხეთთან 11 სეივი ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა. 2004 წელს ლატვიელმა ალექსანდერს კოლინკომ ნიდერლანდებთან 12 სეივი შეასრულა.
11 - Goalkeepers with most saves in a single match in group stage at Euros:
— OptaJose (@OptaJose) June 22, 2024
12 - Aleksanders Kolinko (2004) ????????
11 - Francesco Toldo (2000) ????????
11 - Shay Given (2012) ????????
11 - GIORGI MAMARDASHVILI (2024) ????????
Muro. ????#EURo2024 pic.twitter.com/D7rLwPhSMA
გიორგი მამარდაშვილს ჩეხეთთან მატჩის პირველ ტაიმში 8 სეივი ჰქონდა. მიმდინარე ევროზე, ერთ თამაშში რვაზე მეტი სეივი არავის ჰქონია (ჯანლუიჯი დონარუმას და ტომას სტრაკოშას 8-8 ჰქონდათ), „მამარდამ“ კი მათი მიღწევა 45 წუთში გაიმეორა.
გიორგი მამარდაშვილმა საჯარიმოს შიგნიდან განხორციელებული 6 დარტყმა აიღო და Sofascore-მა მისი თამაში 9.7 ქულით შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს. „ჯვაროსნები“ F ჯგუფის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, რომელსაც 6 ქულა აქვს და თურქეთის დამარცხებით პირველი ადგილი გაინაღდა.