„მთა, გიგანტი, კედელი“ | როგორ გამოეხმაურნენ ცნობილი გამოცემები მამარდას მატჩს
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც ფენომენალური თამაში აჩვენა და ცნობილ უცხოურ გამოცემებს „მამარდას“ ასპარეზობა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ.
Goal: „გიორგი მამარდაშვილი სუპერგმირის რეჟიმში. ჩეხები გოლის გატანას მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ ქართველ მეკარეს ვერაფერი მოუხერხეს“.
Sport: „გიორგი მამარდაშვილმა 10 მილიონი ჩეხი სასოწარკვეთაში ჩააგდო. ბრწყინვალე მატჩი ვალენსიას მეკარისგან, რომელმაც უთვალავი სეივით საქართველოს ქულა მოუტანა“.
Sky Sports: „შთამბეჭდავი გიორგი მამარდაშვილი და ერთი კაცის შოუ საქართველოს ნაკრების მეკარისგან“.
The Athletic: „გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ნაკრების კაცი-მთა“.
The Independent: „გმირმა მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ამაღელვებელ მატჩში გაიბრწყინა“.
Plazadeportiva: „გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ოცნება შეუნარჩუნა. შეუფასებელი სამუშაო ქართველი მეკარისგან და გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში“.
AS: „საქართველოს ნაკრების მეკარემ ჩეხებისგან უამრავი დარტყმა მიიღო, მაგრამ ნამდვილი კედელი იყო. სიგიჟე არ იქნება იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ნახევარი ძალაა“.
Mundo Deportivo: „სეივიდან სეივამდე. მამარდაშვილმა საქართველოსთან ერთად, ისტორია დაწერა“.
La Vanguardia: „გიორგი მამარდაშვილი - გიგანტი ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ“.
El Desmarque: „გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და ამას ყოველ თამაშში ამტკიცებს“.
Cope: „ჩეხეთი მამარდაშვილს ვერ გაუმკლავდა“.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 1 ქულა აქვს. „ჯვაროსნები“ F ჯგუფის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, რომელსაც 6 ქულა აქვს და თურქეთის დამარცხებით პირველი ადგილი გაინაღდა.