კევინ დე ბრუინი, იური ტილემანსი
Aa
Aa

ბელგიამ რუმინელებს მოუგო - ჯგუფში ოთხივე გუნდს 3 ქულა აქვს

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური ბელგია-რუმინეთის მატჩით დასრულდა, რომელიც ბელგიელებმა ორბურთიანი სხვაობით, 2:0 მოიგეს და E ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ორი თამაშის შემდეგ ოთხივე გუნდს 3 ქულა აქვს, რაც გარდა იმისა, რომ თითოეულ მათგანს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს უტოვებს, აჩენს იმის სრულიად ლოგიკურ ალბათობას, რომ ოთხიდან ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი, სწორედ ამ კვარტეტიდან იყოს.

დომენიკო ტედესკოს მომზადებულმა გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და სწრაფი გოლიც გაიტანა - მე-2 წუთზე რომელუ ლუკაკუს დაგორებულ ბურთს იური ტილემანსის ძლიერი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა. როგორც პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, ასევე შესვენების შემდეგ ბელგიელებს რამდენიმე მომენტი შეექმნათ და მათ რიგებში განსაკუთრებით გუნდის კაპიტანი კევინ დე ბრუინი აქტიურობდა. „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ხან თავად ცდილობდა გატანას, ხან კი სახიფათო გადაცემებით თანაგუნდელებს ამარაგებდა. საბოლოოდ დე ბრუინმა მაინც შეძლო მიზნის მიღწევა და მე-80 წუთზე მეკარე კასტელსის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა აიღო რუმინელების კარი.

ბოლო ტურის შეხვედრები E ჯგუფში 26 ივნისს გაიმართება და როგორც ბელგია - უკრაინა, ასევე სლოვაკეთი - რუმინეთი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინის გამარჯვება - რებროვის გუნდმა სლოვაკეთთან თამაში შემოატრიალა
უკრაინის გამარჯვება - რებროვის გუნდმა სლოვაკეთთან თამაში შემოატრიალა