ოთარ კიტეიშვილი, დავით მუჯირი
Aa
Aa

კიტეიშვილი პორტუგალიასთანაც საეჭვოა - მუჯირი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე

როგორც თურქეთთან, ასევე ჩეხეთთან გამართულ შეხვედრებში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კიტეიშვილის არყოფნა ძალიან ეტყობოდა. „შტურმის“ 28 წლის შუახაზელმა, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ტრავმა კონტინენტის პირველობის დაწყებამდე მონტენეგროსთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ჩეხებთან მატჩის დაწყებამდე, „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა

რა თქვა დავით მუჯირმა

პორტუგალიასთან კიტეიშვილის თამაშის თეორიული შანსი რა თქმა უნდა არსებობს. ჩვენ იმასაც ვიმედოვნებდით, რომ ის ჩეხებთანაც დაბრუნდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა.

ის მიკროტრავმა, რომელიც მას აწუხებს, ყველაზე დიდი დანაკლისი და გულსატკენი თავად მისთვის არის, რადგან ასეთი დონის ტურნირზეა და იძულებულია თანაგუნდელების ასპარეზობას თვალი ტრიბუნიდან ადევნოს.

კიტეიშვილი საკუთარი საქმის მცოდნე და უმაღლესი დონის პროფესიონალია. ამიტომ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ როგორცკი ფიზიკურად თავს უკეთ იგრძნობს, მაშინვე დაგვიბრუნდება და მოედანზე თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს.

საქართველოს ნაკრების რიგებში გამართულ 37 შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BBC: “ლობჟანიძემ საქართველოს ოქროს შანსი დაუკარგა“
BBC: “ლობჟანიძემ საქართველოს ოქროს შანსი დაუკარგა“