რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„ხუთი ფინალი დაგვრჩა“ - მარტინესი უზომოდ კმაყოფილია

ტურნირის დაწყებამდე პორტუგალიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა და ჯერჯერობით „ლუზიტანები“ მათზე გაცემულ ავანსებს ასი პროცენტით ამართლებენ. რობერტო მარტინესის მომზადებულმა გუნდმა ორ ტურში 6 ქულა აიღო, პლეი ოფში თამაში ნაადრევად გაინაღდა, მეტოქეთა კარში ხუთი ბურთი გაიტანა და თავად მხოლოდ ერთი მიიღო. დღეს თურქებთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით პორტუგალიელთა ესპანელი დამრიგებელი კმაყოფილებას ვერ მალავდა

რა თქვა მარტინესმა

ზუსტად ისეთი თამაში გამოდგა, როგორსაც ვისურვებდი. დაცვაში და შეტევაშიც, წინა მატჩთან შედარებით ხარისხი აშკარად გაუმჯობესებული იყო, რის გამოც ფეხბურთელებით უზომოდ ვამაყობ.

ზოგადად, როდესაც პირველი ახერხებ გოლის გატანას, შენს სასიკეთოდ ძალიან ბევრი რამ იცვლება. სწორედ დაწინაურება დაგვეხმარა დიდი სხვაობით გამარჯვებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქებს ასე იოლად ვერ ვაჯობებდით.

რა არის ჩვენი მიზანი? როგორც ტურნირის დაწყებამდე ვგეგმავდით, შვიდი თამაში უნდა მოვიგოთ და ევროპის ჩემპიონები ისტორიაში მეორედ გავხდეთ. წინ კიდევ ხუთი ფინალია და მობილიზება საჭიროა.

50 წლის მარტინესი პორტუგალიის ეროვნულ გუნდს 2023 წლის 9 იანვრიდან ამზადებს და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 17 მატჩიდან გუნდმა 15 მოიგო და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე მერვედფინალისტი ცნობილია - პორტუგალია პლეი ოფშია
მესამე მერვედფინალისტი ცნობილია - პორტუგალია პლეი ოფშია