ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა: “თითქოს საქართველოში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით“

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს. გთავაზობთ უცვლელად.

რა თქვა ხვიჩამ?

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს. თითქოს საქართველოში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. რაც შეეხება თამაშს, ახლოს ვიყავით მოგებასთან. ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა, ბევრჯერ გადაგვარჩინა. მამარდაშვილი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.

ჩვენც გვქონდა მომენტი, ბოლოს გამოჩნდა, რომ საერთოდ მოგებაც შეგვეძლო. სანამ არის ერთი პროცენტი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა გუნდს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძალიან განვიცადეთ, ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ყველა ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს ის, რაც საბას დაემართა. მას ყველა ვამხნევებთ. უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. თუმცა, ვცდილობ შევასრულო ის, რასაც მავალებენ.“

ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 1 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეილის შემდეგ პირველია - მიქაუტაძის მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე
ბეილის შემდეგ პირველია - მიქაუტაძის მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე