გიორგი მიქაუტაძე, გარეთ ბეილი
Aa
Aa

ბეილის შემდეგ პირველია - მიქაუტაძის მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ჯვაროსნების მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც გარეთ ბეილის შედეგი გაიმეორა.

მიქაუტაძე 2016 წლის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატში, პირველ ორ მატჩში მოახერხა გოლის გატანა. ასეთი შედეგი ევრო 2016-ზე გარეთ ბეილს ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებების კარი აიღო.

ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 1 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეხური გამოცემა: ქართველებმა ქომაგობაში დაგვჩაგრეს
ჩეხური გამოცემა: ქართველებმა ქომაგობაში დაგვჩაგრეს