გიორგი მამარდაშვილი, ედი ჰაუ
Aa
Aa

„მამარდაშვილმა ნიუკასლს თავი შეახსენა“ - The Times-ი ქართველ მეკარეზე

ავტორიტეტული გამოცემა The Times-ი გასული საკლუბო სეზონის განმავლობაში გიორგი მამარდაშვილის „ნიუკასლში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინტენსიურად წერდა და ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე 23 წლის ქართველი მეკარის ფენომენალურ ასპარეზობას პირველი გამოეხმაურა. ჩეხეთთან მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, შეხვედრის ქართველი MVP-ის თაობაზე საკმაოდ მდიდარი და ამომწურავი სტატია დაიბეჭდა

რას წერს The Times-ი

ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი მამარდაშვილის დამატებით მთელი სეზონის მანძილზე იყო დაინტერესებული, საქართველოს ნაკრების მეკარის საოცარი თამაში ჩეხეთთან კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ნებისმიერი გრანდისთვის სასარგებლო იქნება. „ნიუკასლის“ შეფები უკმაყოფილონი იყვნენ იმ ფაქტით, რომ „ვალენსია“ თავისი გოლკიპერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა ედი ჰაუ და მისი ასისტენტები ახლა შეიძლება ნანობენ კიდეც თავის მიდგომას, რადგან ეჭვგარეშეა, რომ კონტინენტის პირველობის დასრულებისთანავე, მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება ერთიორად გაიზრდება.

მაისის ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ „ჯორდები“ მზად იყვნენ ივნისის დასაწყისშივე „ღამურებისთვის“ 40 მილიონი შეეთავაზებინათ, თუმცა ვალენსიელთა პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა კარგად გათვალა, რომ მამარდაშვილისთვის შესაძლოა ეს ევროპის პირველობა ახალი, წარმატებული გზის დასაწყისი გამხდარიყო და ტრანსფერი მცირედით შეაყოვნა, რის სარგებელსაც რამდენიმე თვეში ნახავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას სანაცვლოდ 40 მილიონს იხდიან | The Times-ი ნიუკასლის გეგმებზე წერს
მამარდას სანაცვლოდ 40 მილიონს იხდიან | The Times-ი ნიუკასლის გეგმებზე წერს