შიკი: “შედეგი საკმარისი არ არის, ჩვენ გაცილებით უკეთესები ვიყავით“
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელმა პატრიკ შიკმა, რომელმაც საქართველოს გოლი გაუტანა, კომენტარი გააკეთა.
შიკი:
„დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის საკმარისი არ არის. ჩვენ გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ ხელი შეგვიშალა. შემდეგ პენალტი გავუშვით და ეს ჩვენზე კარგად არ აისახა. გამარჯვება გვეკუთვნოდა.“
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მატჩში 10 ბურთი მოიგერია და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 1 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა