გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

AS: “მამარდაშვილი ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეა“

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც არაერთხელ იხსნა საქართველოს ნაკრები. ვალენსიას კარის დარაჯი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ესპანურმა ავტორიტეტულმა გამოცემა AS-მა კი გიორგის სტატია მიუძღვნა.

AS:

„იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილი ნახევარ საქართველოზე მეტია, სიგიჟე არ არის. არც იმის თქმა არის უსაფუძვლო, რომ ის ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეა. მან საკუთარი გუნდი იქამდე დაიცვა, სანამ შეეძლო. სასწაული იყო ის, რაც გიორგიმ გააკეთა. კვარაცხელია იზოლირებული და დეპრესიული იყო, რომელმაც მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო. მამარდაშვილი დღეს წვეულების მთავარი ვარსკვლავი იყო.“

2 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 1 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეხური გამოცემა: ქართველებმა ქომაგობაში დაგვჩაგრეს
ჩეხური გამოცემა: ქართველებმა ქომაგობაში დაგვჩაგრეს