BBC: “ლობჟანიძემ საქართველოს ოქროს შანსი დაუკარგა“
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბრიტანულმა ავტორიტეტულმა გამოცემა BBC-მ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.
BBC:
„ცვლილებაზე გამოსულმა ლობჟანიძემ საქართველოს ოქროს შანსი დაუკარგა. დებიუტანტმა საქართველომ დიდ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა. ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ნაკრები მიქაუტაძემ დააწინაურა. ჩეხეთი მთელი მატჩის განმავლობაში უფრო სახიფათო იყო და შიკმა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინა.
მატჩის შედეგი იმას ნიშნავს, რომ ორივე ნაკრები ინარჩუნებს ჯგუფიდან გასვლის შანსს. საქართველოს გამარჯვების მოპოვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. სინამდვილეში კი რომ არა მამარდაშვილი, სანიოლის გუნდი სასტიკად დამარცხდებოდა.“
2 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 1 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.