კლატენბურგი:
Aa
Aa

კლატენბურგი: "პრემიერლიგიდან მოურინიოს გამო წავედი"

ცნობილმა ინგლისელმა არბიტრმა მარკ კლატენბურგმა გასული წლის თებერვალში პრემიერლიგა დატოვა და კარიერა საუდის არაბეთის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელად განაგრძო.

კლატენბურგმა Goal-თან საუბრისას მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პრემიერლიგის დატოვება მოურინიოს გამო გადაწყვიტა.

ბრიტანელი არბიტრის თქმით, "სოტიკსა" და "იუნაიტედის" შეხვედრაში (1-1) სადაც უეინ რუნიმ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო, მოურინიო უკმაყოფილო დარჩა და თვლიდა, რომ მისი გუნდი მეტს იმსახურებდა.

"ვუძღვებოდი შეხვედრას, რომელშიც უეინ რუნიმ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო. მატჩის შემდეგ მოურინიო გასახდელში მესტუმრა და საყვედური მითხრა იმის გამო, რომ ხელით თამაშზე პენალტი არ დავნიშნე. "სტოკის" სტადიონზე თამაში ყოველთვის რთული იყო. იქ მინდორი მუდამ სველია და ხარისხი არასახარბიელოა. "მანჩესტერის" შეხვედრების განსჯა კი არასდროს ყოფილა მარტივი. მატჩის დასრულების შემდეგ მიმაჩნდა, რომ ჩემი საქმე უშეცდომოდ შევასრულე, თუმცა მისგან კრიტიკა მაინც მივიღე. სახლში დაბრუნებისას ამ მომენტზე ვფიქრობდი - დავუშვი თუ არა შეცდომა? ჩემმა მეუღლემ იცოდა, რომ საკუთარი სამუშაოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება და შეხედულება შეცვლილი იყო. ნამდვილად მსურდა, რომ ამაში მონაწილეობა მომავალშიც მიმეღო? მინდა, თუ არა არბიტრობა ისევ? დავფიქრდი და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი".

42 წლის კლატენბურგს ინგლისის პრემიერლიგაში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. კარიერა კი 2017 წლის იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "სტოკის" შეხვედრით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები