ჟირუ, გრიზმანი და ზინჩენკო | ევროს მე-8 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-8 სათამაშო დღეს, სლოვაკეთი-უკრაინის, პოლონეთი-ავსტრიისა და ნიდერლანდები-საფრანგეთის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
უკრაინის ნაკრები ევროს ბოლო 13 მატჩში პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ იგებდა.
უკრაინის ნაკრებს ევროზე ისტორიაში ჩატარებულ 13 მატჩში კარი მშრალად არც ერთხელ შეუნახავს.
მიმდინარე ევროზე ყველაზე ახალგაზრდული თერთმეტეულით მოედანზე უკრაინა, სლოვაკეთის წინააღმდეგ, გამოვიდა - 25 წელი და 259 დღე.
ოლეკსანდრ ზინჩენკო ისტორიაში მეორე უკრაინელია, რომელსაც ევროს ფინალურ ეტაპზე 10 მატჩი მოუგროვდა - რეკორდსმენ ანდრეი იარმოლენკოს 13 აქვს.
ვოიცეხ შჩესნისთან ერთად, რობერტ ლევანდოვსკი ისტორიაში მეორე პოლონელია, რომელსაც ევროპის ოთხ ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.
35 წლისა და 73 დღის ასაკში, მარკო არნაუტოვიჩი ავსტრიის ნაკრების ისტორიაში დიდ ტურნირზე მე-2 ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანია - რეკორდსმენი ივიცა ვასტიჩია (38 წელი და 257 დღე).
ავსტრიის ნაკრებს ბოლო 18 მატჩში მხოლოდ 2 აქვს წაგებული - 13 მოგება და 3 ფრე.
ნიდერლანდები-საფრანგეთის მატჩი პირველია, რომელიც ევრო 2024-ზე ნულოვანი ფრით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ევროზე ეს ანგარიში 50 მატჩის შემდეგ დაფიქსირდა - ბოლოს ევრო 2020-ზე შოტლანდია-ინგლისი.
საფრანგეთის ნაკრებს ევროზე ბოლო 13-დან მხოლოდ 1 მატჩი აქვს წაგებული - 7 მოგება და 5 ფრე.
ოლივიე ჟირუმ და ანტუან გრიზმანმა ევროზე მე-13 მატჩი ითამაშეს, რითაც დიდიე დეშამსა და ლორან ბლანს გაუთანაბრდნენ. ამ ფეხბურთელებზე მეტი მხოლოდ ზინედინ ზიდანს (14), უგო ლორისსა (15) და ლილიან ტურამს (16) აქვთ ჩატარებული.