Sofascore - ცნობილია ქართველი ფეხბურთელების შეფასება
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
მამარდაშვილი(9.7), კვერკველია(7.1), კაშია(7.2), დვალი(6.5), კაკაბაძე(6.7), ქოჩორაშვილი(6.9), მექვაბიშვილი(7.3), წიტაიშვილი(6.7), დავითაშვილი(6.7), მიქაუტაძე(7.3), კვარაცხელია(6.6), ლოჩოშვილი(6.7), გველესიანი(6.7), ჩაკვეტაძე(6.9), ლობჟანიძე(6.3).
2 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 1 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 26 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.