ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

ჯანაშია: ჩეხეთთან ერთ გუნდად შევუტიოთ და ერთ გუნდად დავიცვათ თავი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის'' ყოფილი ფორვარდი ზაზა ჯანაშია ჩეხეთისა და საქართველოს მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით რუსულ Metaratings ესაუბრა.

- საქართველომ გამარჯვებისთვის უნდა ითამაშოს?

- რა თქმა უნდა, დასაკარგი არაფერი გვაქვს, გამარჯვება გვჭირდება. მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ ! საწყენია რომ თურქეთთან იღბალი დაგვაკლდა. მოვიდა დრო გაგვიმართლოს.

- რა უნდა გაკეთდეს გამარჯვებისთვის?

- გამოვიყენოთ ჩვენი მთავარი პლუსები, ჩვენი ფლანგები. ვფიქრობ საქართველოსთვის ყველაფერი კარგად იქნება.

- ხვიჩამ თამაში თავის თავზე უფრო ხშირად უნდა აიღოს?

- ჩვენ ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, გუნდმა ჰარმონიულად უნდა ითამაშოს. ერთ გუნდად შევუტიოთ და ერთ გუნდად დავიცვათ თავი.

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველ ტურში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. მეორე ტურში სანიოლის გუნდი ჩეხეთს შეხვდება (22 ივნისი, 17:00), დასკვნით ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება (26 ივნისი, 23:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები