ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა ეცდება ოცნება რეალობად აქციოს“ | Mundo Deportivo ჩეხეთთან მატჩზე

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. „ჯვაროსნები“ ჩეხეთს დაუპირისპირდებიან და აღნიშნულ თამაშს ცნობილი ესპანური გამოცემა, Mundo Deportivo გამოეხმაურა.

„პირველ ტურში დამარცხებული ჩეხეთი და საქართველო მეორე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან. ხვიჩა კვარაცხელიასა და პატრიკ შიკის გუნდები გადასარჩენად იბრძოლებენ. ივან ჰაშეკის ბიჭებმა ოქტომბრის შემდეგ პირველად პორტუგალიასთან წააგეს და ჩეხეთის გულშემატკივრებს ჯგუფში ჩარჩენაზე საუბარიც არ უნდათ.

საქართველი მაღალი ინტენსივობით მოთამაშე ძალიან შემტევი გუნდია. არდა გიულერის შედევრი რომ არა, ჯვაროსნები ჩეხეთთან მატჩს საერთოდ სხვა მდგომარეობით შეხვდებოდნენ. საქართველოს ნაკრების ოცნება, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში გასვლაა და ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად ეცდება, ეს რეალობად აქციოს. თურქეთთან მატჩისგან განსხვავებით, ჩეხეთთან „კვარა“ ყველაფერს გააკეთებს, რათა საკუთარი ბრწყინვალე ხარისხი წარმოაჩინოს“.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება. თუ ჩეხეთთან წავაგეთ, ხოლო პორტუგალია თურქეთთან არ დამარცხდა, პლეიოფში გასვლის შანსს დავკარგავთ.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას გამოცდა“ | AS-ი საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე
„კვარაცხელიას გამოცდა“ | AS-ი საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე