მეათე ბრძოლა UFC-ში - დოლიძის ჩხუბის თარიღი ცნობილია
UFC 303-ზე ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე იჩხუბებს. ორგანიზაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 30 ივნისს რომანის მეტოქე ამერიკელი ენტონი სმიტი იქნება.
დოლიძე კარიერაში მეათე ბრძოლას გამართავს. აქამდე UFC-ში 9-დან 6 ბრძოლა მოიგო, 3 დათმო. რაც შეეხება მის მთელ კარიერას, 15 ბრძოლიდან 12 მოიგო, 3-ში დამარცხდა.
დოლიძის მეტოქე ძალიან გამოცდილი მებრძოლია, რომელმაც კარიერაში 57-დან 38 მოიგო და 19 დათმო.
შეგახსენებთ, მაისის თვის მონაცემებით UFC-ის საშუალო წონით კატეგორიაში რომან დოლიძე საშუალო წონის რეიტინგში დაქვეითდა. UFC-ის პორტალზე სია მაისში განახლდა, რომელშიც დოლიძე მე-11 საფეხურზე გვხვდება. ქართველი მებრძოლი მანამდე მე-9 პოზიციაზე იყო.