სწრაფად და გაბედულად უნდა ვითამაშოთ - კუმანი უკმაყოფილოა
ევრო 2024-ის D ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ნიდერლანდები - საფრანგეთი 0:0 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ საფრანგეთი და ნიდერლანდები 4-4 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო რონალდ კუმანის გუნდი პირველზეა.
მატჩის შემდეგ ნიდერლანდელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ იყო.
რონალდ კუმანი: „შედეგი მცირედით სამწუხაროა, მაგრამ თუ ჩვენ მთელ თამაშზე ვსაუბრობთ, გარკვეულ მომენტებში ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, რაც არ უნდა მომხდარიყო. ხაზებს შორის დიდი სივრცეები იყო და მეორე ტაიმში უკეთ თამაში შეგვეძლო.
ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. გვსურს ჩვენი სტილის ფეხბურთი ვითამაშოთ და გაბედულები ვიყოთ, მაგრამ არ შეიძლება ბურთი დავკარგოთ ისე, როგორც ეს დღეს მოხდა. უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ჯერ კიდევ სჭირდება ზრდა’’.
მესამე ტურში ნიდერლანდები-ავსტრია (25 ივნისი, 20:00) და საფრანგეთი-პოლონეთი (25 ივნისი, 20:00) გაიმართება.