ნგოლო კანტე, ანტუან გრიზმანი, ჯერემი ფრიმპონგი, ხავი სიმონსი
Aa
Aa

გრიზმანმა რეალური მომენტები ვერ გამოიყენა - საფრანგეთისა და ნიდერლანდების უგოლო მატჩი

ევრო 2024-ის D ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ნიდერლანდები - საფრანგეთი 0:0 დასრულდა.  2 ტურის შემდეგ საფრანგეთი და ნიდერლანდები 4-4 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო რონალდ კუმანის გუნდი პირველზეა.

შეხვედრის პირველ წუთზე ნიდერლანდელი შემტევი ჯერემი ფრიმპონგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მენიომ ბრწყინვალე რეაქციით ურთულესი დარტყმა მოიგერია.

ანტუან გრიზმანს გოლის გატანის ორი რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. ნიდერლანდელთა მხრიდან ხავი სიმონსმა შეაგდო, თუმცა ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. 

მატჩის გამორჩეული მომენტები

 

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნგოლო კანტე დასახელდა. კანტე პირველ ტურშიც საუკეთესო იყო, როცა საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო.

მესამე ტურში ნიდერლანდები-ავსტრია (25 ივნისი, 20:00) და საფრანგეთი-პოლონეთი (25 ივნისი, 20:00) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები