ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

“გიულერი 100%-ით მზად არ არის“ - მონტელა პორტუგალიასთან მატჩის წინ

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში თურქეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, თურქეთის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენტო მონტელამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მონტელა:

„პორტუგალიის წინააღმდეგ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობა და აქცენტი ძლიერ მხარეებზე გავაკეთოთ. მათ ძლიერ მხარეებს კი მოთმინებით და მაქსიმალური სიზუსტით უნდა მოვეკიდოთ. თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებს ხაზებს შორის გადაადგილება ბრწყინვალედ შეუძლია.

ბურთს მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან, როდესაც პორტუგალია იღებს ბურთს, ისინი ყოველთვის სახიფათო ხდებიან. სამწუხაროდ, არდა გიულერი 100%-ით მზად არ არის და მისი ძირითად შემადგენლობაში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.“

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ევრო 2024-ის პირველ ტურში საქართველო 3:1 დაამარცხა. პორტუგალიამ კი ჩეხეთს 2:1 მოუგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოკჩუ: “საქართველოსთან შანსი ვერ გამოვიყენე, მინდა პორტუგალიას გავუტანო“
კოკჩუ: “საქართველოსთან შანსი ვერ გამოვიყენე, მინდა პორტუგალიას გავუტანო“