საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი: “საქართველოსთან გამოჩნდა, რომ თურქეთი დაცვაში კარგია“

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში თურქეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მარტინესმა?

„ჩეხეთთან თამაშის შემდეგ, ჩვენ უკეთესად ვართ. უფრო მომზადებულები ვართ და ვიცით, რომ გაშვებული გოლის შემდეგაც კი შეგვიძლია თამაშის შემოტრიალება. თურქეთის წინააღმდეგ ყველა მზად უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ არა.

თურქეთი ჩეხეთისგან განსხვავებული იქნება. არ მგონია, რომ ისინი ყრუ დაცვაში დადგებიან. ვფიქრობ, ჩეხეთს ბევრი პრობლემა შევუქმენით, რადგან თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით. თურქეთი ახალგაზრდული ნიჭის და გამოცდილების წარმოუდგენელ ნაზავს წარმოადგენს. არდა გიულერი და ილიდიზი საოცარ ფეხბურთს თამაშობენ. მათ კი ჰაკან ჩალჰანოღლუ უჭერს მხარს.

ვფიქრობ, სტადიონზე დიდებული ატმოსფერო იქნება. საქართველოს წინააღმდეგ თურქეთს საოცარი მხარდაჭერა ჰქონდა. მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს, თუ როგორ შევაჩეროთ თურქეთი, მაგრამ ასევე საკუთარი იდენტობა არ დავკარგოთ. თამაში უნდა გავაკონტროლოთ და სივრცეები შევქმნათ. ვფიქრობ, საქართველოსთან თამაშმა გვაჩვენა, რომ თურქეთი დაცვაში კარგია. ამის პარალელურად კი შეტევაშიც წარმატებით ასპარეზობს.“

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ევრო 2024-ის პირველ ტურში საქართველო 3:1 დაამარცხა. პორტუგალიამ კი ჩეხეთს 2:1 მოუგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გულშემატკივრებს შემტევ ფეხბურთს ვპირდებით“ - ბარაკი საქართველოსთან მატჩზე
“გულშემატკივრებს შემტევ ფეხბურთს ვპირდებით“ - ბარაკი საქართველოსთან მატჩზე