ორკუნ კოკჩუ
Aa
Aa

კოკჩუ: “საქართველოსთან შანსი ვერ გამოვიყენე, მინდა პორტუგალიას გავუტანო“

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში თურქეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა ორკუნ კოკჩუმ ისაუბრა და საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

რა თქვა კოკჩუმ?

„საქართველოსთან ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა და პორტუგალიასთან კიდევ უფრო რთული იქნება. დავინახე, რომ ქართველების მეკარე საჯარიმოსკენ მოდიოდა და სიმართლე გითხრათ ავნერვიულდი, რადგან ბოლო წუთზე გოლის გაშვება კარგი განცდა არ არის, თუმცა, როცა მეკარე გიტანს ყველაფერი გაცილებით უარესია. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ავიღე და მამარდაშვილი ავიყვანე.

ყველანაირად ვეცდები, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიტანო და ეროვნულ გუნდს დავეხმარო. კიდევ უფრო ლამაზი იქნება, თუ ეს პორტუგალიასთან მოხდება. საქართველოსთან შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გავიტანე. ახლა ჩემს თავს ზეწოლის ქვეშ ვაყენებ, რადგან ჩემს თავს ვეუბნები, რომ ხელიდან ორი შანსი გავუშვი. ეს აღარ უნდა განმეორდეს.“

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ევრო 2024-ის პირველ ტურში საქართველო 3:1 დაამარცხა. პორტუგალიამ კი ჩეხეთს 2:1 მოუგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გვეგონა, რომ გარკვეულ დონეს მივაღწიეთ“ - ბუფონი ესპანეთთან წაგების შემდეგ
“გვეგონა, რომ გარკვეულ დონეს მივაღწიეთ“ - ბუფონი ესპანეთთან წაგების შემდეგ