ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

“გვეგონა, რომ გარკვეულ დონეს მივაღწიეთ“ - ბუფონი ესპანეთთან წაგების შემდეგ

ევრო 2024-ზე კლასიკური დაპირისპირება გაიმართა. ესპანეთმა იტალია უშანსოდ 1:0 დაამარცხა. ფურია როხას უამრავი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმამ საოცარი შეხვედრა ჩაატარა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუიჯი ბუფონმა კომენტარი გააკეთა.

ბუფონი:

„გვეგონა, რომ გარკვეულ დონეს მივაღწიეთ. გუშინ გვქონდა გამოხმაურება, რომელსაც არ ველოდით. ვფიქრობ, პირველ რიგში ფიზიკურ ასპექტში დავიჩაგრეთ. ამაზე კი სპალეტიმ წინასწარ გაგვაფრთხილა. ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ხორვატიასთან განსხვავებული თამაში იქნება.

ხორვატიასთან გვეცოდინება, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვითამაშებთ. ესპანეთს ჩვენზე ბევრად მეტი შეუძლია. ალბანეთთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისინი გაცილებით დაბალი დონის არიან, ვიდრე ესპანეთი. ესპანეთთან თამაშმა კი გვაჩვენა, რომ მაღალ დონეზე არ ვართ.“

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, ესპანეთს 6 ქულა აქვს და მერვედფინალში გავიდა. იტალიას 3 ქულა აქვს, ხოლო ხორვატიას და ალბანეთს თითო.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის რეკორდი, არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვება | კოპა ამერიკა დაიწყო
მესის რეკორდი, არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვება | კოპა ამერიკა დაიწყო