“გულშემატკივრებს შემტევ ფეხბურთს ვპირდებით“ - ბარაკი საქართველოსთან მატჩზე
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანტონიო ბარაკმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ბარაკი:
„საქართველო პორტუგალიისგან განსხვავებით, სხვანაირი მეტოქე იქნება. ეს მრავალი თვალსაზრისით გამოჩნდება. ჩვენთვის ტაქტიკის შეცვლა ლოგიკური იქნება. ჩვენი ფეხბურთის დემონსტრაციას უნდა შევეცადოთ. ნაკრებს დიდი ენერგია აქვს დაგროვებული. იმედია გავიმარჯვებთ. გულშემატკივრებს შემტევ ფეხბურთს და მყარ დაცვას ვპირდებით.
ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავია. ის საკვანძო ფეხბურთელი იყო, როცა ნაპოლიმ სერია ა მოიგო. აშკარად გამორჩეული ფეხბურთელია. ასე რომ, რა თქმა უნდა, მასთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ვემზადებით. ხვიჩა ერთ-ერთ მთავარი საფრთხე იქნება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ საქართველოს სხვა ფეხბურთელები. საქართველო საინტერესო გუნდია, რომელიც უამრავ შანსს ქმნის, როგორც კონტრშეტევიდან, ასევე პოზიციური თამაშის დროს.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩეხეთის დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ნაკრებებს პირველი ტურის შემდეგ ნული ქულა აქვთ და ჯგუფიდან გასვლისთვის 3 ქულა ჰაერივით სჭირდებათ.
ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 22 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.