სანდრო ალთუნაშვილი, ჯიმი ტაბიძე
Aa
Aa

„გვინდა, რომ გულშემატკივრები გავახაროთ“ - ნაკრების ბოლო ვარჯიში ჩეხეთამდე

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს. ჰამბურგში, ვილი სანიოლის გუნდი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა ფელბერტში მდებარე ბაზაზე მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში გამართეს და გეზი ჰამბურგისკენ აიღეს, სადაც დღის ბოლო ვილი სანიოლის პრესკონფერენციაც გაიმართება. სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ნაკრების პრესსამსახურთან კომენტარები სანდრო ალთუნაშვილმა, ჯიმი ტაბიძემ და ალექსანდრე იაშვილმა გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, ჩეხეთის ნაკრებმაც პირველი მატჩი დათმო. ივან ჰაშეკის გუნდი პორტუგალიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა. შესაბამისად, ამ წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალური ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების დაპირისპირება 22 ივნისს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები