ვიტესი, გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

სამ დღეში ლიცენზიას შეუჩერებენ - კაშიას ყოფილ კლუბს ისევ პრობლემები აქვს

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ყოფილი კლუბი „ვიტესი“ არსებობას წყვეტს. არნემელებს გუშინ ამოეწურათ ვადა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციაში დაბალანსებული ბიუჯეტის დოკუმენტაციის წარსადგენად. ბუნებრივია, გარკვეული საბუთები მიიტანეს, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ კლუბი სეზონის ფინანსური პრობლემების გარეშე დასრულებას შეძლებდა.

ლიცენზირების კომიტეტის სხდომა ორშაბათისთვის არის ჩანიშნული, სადაც არნემელებს სავარაუდოდ უმკაცრეს სასჯელს გამოუტანენ, რომლის გასაჩივრებაც „ვიტესის“ ხელმძღვანელებს შეეძლებათ. მთავარი პრობლემა, რომელმაც გუნდი გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა, კრედიტორების მიმართ დიდი დავალიანება იყო, რომლის დაფარვასაც ვერ ახერხებდა.

კრიზისი ბოლო პერიოდში იმდენად გაღრმავდა, რომ გუნდის გადარჩენისთვის ბრძოლაში გულშემატკივრები და ყოფილი ფეხბურთელებიც ჩაერთნენ, რომელთაც შორისაც ბუნებრივია იყო გურამ კაშია, რომლის კაპიტნობითაც 2017 წელს „ვიტესმა“ ნიდერლანდების თასი პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი „ვიტესმა“ ნიდერლანდების ჩემპიონატში ბოლო ადგილზე დაამთავრდა და ერედივიზიონიდან გავარდა, თუმცა თუ არსებული პრობლემები ვერ მოგვარდა, არნემელები ვერც რანგით დაბალ, ერსტედივიზიონშიც ვერ მოახერხებენ ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ჟესტი - გურამ კაშია ვიტესს ფინანსურად დაეხმარა
კარგი ჟესტი - გურამ კაშია ვიტესს ფინანსურად დაეხმარა