გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ლევან შენგელია, რევაზ ძოძუაშვილი
Aa
Aa

მხოლოდ მარცხენა მცველს გამოვცვლიდი - ძოძუაშვილის ანალიზი

შეხვედრაზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, რევაზ ძოძუაშვილი და რევაზ ჩელებაძემ გერმანიაში იმყოფებიან და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს თვალყურს ადგილიდან ადევნებენ. ძოძუაშვილმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს, ორჯერ, სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა, თურქებთან გამართულ პირველი ტურის შეხვედრასა და ჩეხებთან მატჩის მოლოდინზე Crystalsport-თან ინტერვიუში საინტერესოდ ისაუბრა.

რა თქვა ძოძუაშვილმა

1:3 დავმარცხდით, მაგრამ მატჩის უარყოფითად შეფასება არ შეიძლება, რადგან უამრავი მომენტი შევქმენით და დადებითი შთაბეჭდილება დავტოვეთ. გიორგი მამარდაშვილს ბოლო წუთზე კარი არ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ არა უშავს, ნათქვამია, საუკუნე იცხოვრე და საუკუნე ისწავლეო.

ძალიან მომეწონა გიორგი ქოჩორაშვილის თამაში - მოვუწოდებ ბავშვებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობით ინტერესდებიან, უყურონ გიორგის და მიხვდებიან, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფეხბურთელი.

საქართველოს ნაკრების თითოეული მატჩისას უკვე იგრძნობა, რომ ყველა მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებაზეა ორიენტირებული და მის წინააღმდეგ 2-3 ფეხბურთელი თამაშობს. ამიტომ მისგან მეტი ვარჯიში და თავდადებაა საჭირო და მჯერა, რომ ხვიჩა ამ დაბრკოლებებსაც გადალახავს.

ვის შევცვლიდი შემადგენლობაში მეორე ტურში? მხოლოდ მარცხენა მცველს და ვფიქრობ კარგი იქნებოდა, თუ გიორგი წიტაიშვილის მაგივრად, თავის გამოჩენის საშუალება ლევან შენგელიას მიეცემა.

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონზე“ გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალში გასვლის ამბიცია უნდა გვქონდეს - ძოძუაშვილი ნაკრების შანსებზე
ფინალში გასვლის ამბიცია უნდა გვქონდეს - ძოძუაშვილი ნაკრების შანსებზე