კრიშტიანუ რონალდუ, გაბრიელ აგბონლაჰორი, სტიუარტ პირსი
Aa
Aa

თურქებთან და ქართველებთან რონალდუ თადარიგში უნდა იყოს - კრიშტიანუს ისევ აკრიტიკებენ

უკვე დიდი ხანია ამ თემასთან დაკავშირებით აზრს არაერთი ადამიანი გამოთქვამს და ალბათ, სანამ კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს, იმის თაობაზე, იმსახურებს თუ არა ის პორტუგალიის ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშს, კომენტარს ბევრი ადამიანი გააკეთებს. ბოლო ასეთი შემთხვევა Talksport-ის ერთ-ერთ გადაცემაში მოხდა, როდესაც წამყვანმა, „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სტიუარტ პირსმა მის სტუმარს, „ასტონ ვილას“ ექს-ფეხბურთელს, გაბრიელ აგბონლაჰორს ჩეხებთან „ლუზიტანების“ თამაშის შეფასება სთხოვა.

რა თქვა აგბონლაჰორმა

ჩემი აზრი ასეთია - თურქებთან და ქართველებთან რონალდუ თადარიგში უნდა იჯდეს. თუმცა, რატომღაც მეჩვენება, რომ რობერტო მარტინესს მისი ავტორიტეტი აშინებს და არ შეუძლია ისეთი თამამი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მისმა წინამორბედმა ფერნანდუ სანტუშმა მიიღო. გარდა იმისა, რომ რონალდუზე გუნდი ზედმეტად არის დამოკიდებული, ის თითქმის ყოველთვის შეტევის ტემპს ანელებს. თუ მაინცდამაინც მარტინესს კრიშტიანუს „ცრუ ცხრიანად“ გამოყენება უნდა, ამ პოზიციაზე თამაში ჟოაო ფელიქსსა და დიოგო ჟოტასაც არაჩვეულებრივად შეუძლიათ, რონალდუ კი მაქსიმუმ ბოლო 10-15 წუთი უნდა ჩაერთოს შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში ეს რიგით მეექვსე კონტინენტის პირველობაა, რითაც ის ყველა დროის რეკორდსმენია. პორტუგალიის ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 208 შეხვედრაში მის ანგარიშზე 130 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფულზე კი არა ევროზე კარგად თამაშზე იფიქროს“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„ფულზე კი არა ევროზე კარგად თამაშზე იფიქროს“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე