„ფულზე კი არა ევროზე კარგად თამაშზე იფიქროს“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
რიკარდო ტრევიზანი „ნაპოლის“ ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს აგენტების კომენტარებს გამოეხმაურა. „კვარასა“ და დი ლორენცოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „პარტენოპეის“ დატოვებაზე ფიქრობენ, რაზეც ტრევიზანიმ Cronache di Spogliatoio-თან ილაპარაკა.
„აურელიო დე ლაურენტისი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ბოლო 24 საათის გამარჯვებულია. კვარაცხელიასა და დი ლორენცოს აგენტებისგან ყველაფერი გავიგონეთ, მაგრამ მათმა კლიენტებმა ევროზე ცუდად ითამაშეს. ფულზე ფიქრის ნაცვლად, ურჩევნიათ კარგად თამაშზე იფიქრონ“.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე ორი მატჩი გამართა და ალბანეთი 2:1 დაამარცხა, ხოლო ესპანეთთან 0:1 წააგო. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ Whoscored-მა ალბანეთთან მისი თამაში 7.2 ქულით, ხოლო ესპანეთთან 6.7 ქულით შეაფასა.
კვარაცხელიას რაც შეეხება, თურქეთთან გამართულ მატჩში, რომელიც 1:3 წავაგეთ, Whoscored-მა მას 6.8 ქულა დაუწერა. საქართველოს ნაკრების გარემარბს 10-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, ბურთს 59-ჯერ შეეხო და მეტოქის კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.