კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ვინ გახდება ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირი | კონორ მაკგრეგორის ვარაუდი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ევრო 2024-თან დაკავშირებით, კიდევ ერთი პროგნოზი გაგვიზიარა. ირლანდიელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ივარაუდა, რომ ევროპირველობის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ გახდება.

„60 000 იმაზე, რომ კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ოქროს ბუცს შეინარჩუნებს. სიუუუუ!“, - ნათქვამია მაკგრეგორის პოსტში. რონალდუს საუკეთესო ბომბარდირობის შემთხვევაში, კონორი 900 000 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მაგკრეგორმა საკუთარი პროგნოზი ევრო 2024-ის გამარჯვებულთან დაკავშირებითაც გაგვიზიარა. კონორი დარწმუნებულია, რომ ტურნირს ესპანეთის ნაკრები მოიგებს და „ფურია როხას“ ტრიუმფის შემთხვევაში, ირლანდიელი 83 500 ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, რონალდუს ჯერ გოლი არ გაუტანია, ერთადერთი ფეხბურთელი კი, ვინც ორი ბურთი შეაგდო, ჯამალ მუსიალაა. გერმანიის ნაკრების შემტევმა შოტლანდიასა და უნგრეთს გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მესის რეკორდი, არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვება | კოპა ამერიკა დაიწყო
მესის რეკორდი, არგენტინის დამაჯერებელი გამარჯვება | კოპა ამერიკა დაიწყო