გიორგი მამარდაშვილი, მატვეი საფონოვი
Aa
Aa

რატომ ამჯობინა ლუის ენრიკემ მამარდას საფონოვი - ჩაშლილი ტრანსფერის დეტალები

რამდენიმე კვირის წინ, „პარი სენ ჟერმენმა“ „კრასნოდარიდან“ რუსი მეკარე მატვეი საფონოვი დაიმატა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი გამოცემა იუწყება, მანამდე სრულიად შესაძლებელი იყო ფრანგული გრანდის ხელმძღვანელებს არჩევანი გიორგი მამარდაშვილის სასარგებლოდ გაეკეთებინათ. „სენ ჟერმენის“ რამდენიმე სკაუტი გასული სეზონის ბოლოს „ღამურების“ თამაშებს დაესწრო და მათ კლუბის მთავარი მწვრთნელისგან ლუის ენრიკესგან დავალებული 23 წლის ქართველ მეკარეზე დაკვირვება ჰქონდათ.

ესპანური გამოცემა Plazadeportiva-ს ცნობით, ენრიკე ჯანლუიჯი დონარუმას ასპარეზობით პირველ რიგში უკმაყოფილო ფეხით მისი სუსტი თამაში გამო არის და ახალ, ისეთი გოლკიპერს ეძებს, რომელიც ამ კომპონენტში ძლიერია. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს არ მოეწონა ასტურიელ სპეციალისტს მამარდაშვილის თამაშში და ჩათვალა, რომ ამ მხრივ რუსი საფონოვი ქართველზე ძლიერი იყო. მეტსაც გეტყვით, ენრიკე იმდენად დარწმუნებულია „კრასნოდარის“ მოთამაშის სიძლიერეში, რომ მის სანაცვლოდ რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდს 20 მილიონი ევრო გადაუხადეს და საფონოვი პსჟ-ს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

მართლაც დასანანია, რომ ეს ტრანსფერი არ შედგა, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ სენ-ჟერმენი სერიოზულად არის დაინტერესებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით, საქართველოს ნაკრების ორი ვარსკვლავის ერთად თამაში ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გრანდში საინტერესო სანახავი იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UEFA: „გიულერის ჭექა-ქუხილით ამაღელვებელი გამარჯვება“
UEFA: „გიულერის ჭექა-ქუხილით ამაღელვებელი გამარჯვება“