ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავში ჩაარტყეს | რობერტო ბაჯოს სახლი გაძარცვეს
იტალიური პრესის ინფორმაციით, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩის მიმდინარეობისას, ლეგენდარული ფეხბურთელის, რობერტო ბაჯოს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. Corriere del Veneto-ს ცნობით, ინციდენტი 40 წუთს გაგრძელდა და ბაჯოსა და დამნაშავეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ღვთაებრივი ცხენისკუდას“ სახლში 5 ადამიანი შეიჭრა. ბაჯომ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი თავში ჩაარტყეს. მძარცველებმა ის და მისი ოჯახის წევრები ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს და ძვირფასეულობა, საათები და სხვა ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს.
ბაჯომ გათავისუფლება მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. დანაშაულის შემდეგ, რობერტოს ექიმების დახმარება დასჭირდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ნაკერი დაადეს, თუმცა, საბედნიეროდ, მძიმე დაზიანება არავის მიუღია. ინციდენტი ალტავილა ვიჩენტინაში მდებარე ვილაში მოხდა.
Roberto Baggio è stato rapinato e ferito da alcuni malviventi ieri sera nella sua abitazione, ad Altavilla Vicentina, mentre assieme alla famiglia stava guardando la partita Spagna-Italia #ANSAhttps://t.co/tBM2qeqEsc
— Agenzia ANSA (@Agenzia_Ansa) June 21, 2024
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების მატჩი იტალიის დროით, 21:00-ზე დაიწყო. „ფურია როხამ“ მეტოქე 1:0 დაამარცხა და პლეიოფის საგზური მოიპოვა, „სკუადრა აძურას“ კი ბოლო ტურში ხორვატიასთან მოუწევს ბრძოლა.